ირაკლი ზარქუა გახარიას პარტიაზე: იგივე სცენარის, იგივე ხელწერის რადიკალები არიან... პარლამენტში შემოსვლით, კონსტრუქციულობა კი არ გამოავლინეს, უბრალოდ, ეს იყო მათი პატრონების დაკვეთა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის შესახებ საზოგადოების დაკვეთაა. მისი თქმით, გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლა კონსტრუქციულობა არ არის და ისინი კვლავ რადიკალურ სცენარს აფარებენ თავს.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, გადაცემა "ღამის კურიერში" საკონსტიტუციო სარჩელზე და პარტიების შესაძლო აკრძალვის შესახებ ისაუბრა.
როგორც ზარქუამ განაცხადა, რეალურად ეს მოთხოვნა საზოგადოების დაკვეთა იყო, რასაც მმართველი გუნდი ასრულებს, რაც შეეხება პარტიებს, ზარქუას თქმით, ისინი ერთი და იგივე ხელწერის რადიკალები არიან.
"სარჩელი შევიტანეთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობაზე". 4 ოქტომბრის მერე, როცა ჩავარდა რევოლუციის სცენარი, გახარიებმა, ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, გადაწყვიტეს პარლამენტში შემოსვლა. საზოგადოების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი, თითქოს კონსტრუქციულად მოიქცნენ და შემოვიდნენ - არა, ეს იყო მათი პატრონების დაკვეთა.
იხილეს რა, რომ 4 ოქტომბერი ჩავარდა, თქვეს, რომ ნაწილი უნდა შესულიყო პარლამენტში და იქ მოეწყო ქაოსი, არეულობა და დანარჩენი ნაწილს პარლამენტს მიღმა, იქიდან უნდა შემოეტია ქართული სახელმწიფოებისთვის.
თქვენ გგონიათ აღიარებენ პარლამენტს ლეგიტიმურობას? არა. პარლამენტის თავმჯდომარეს აღიარებენ ? არა, პრემიერ-მინისტრს აღიარებენ? არა, ისევ არალეგიტიმურს ეძახიან. კითხვას დავუსვით, მაშინ რატომ ხარ აქ? ამაზე, გარბიან, ანუ უბრალოდ ხელფასს იღებენ.
აქ უკვე ჩვენ მივხვდით, რომ ესენი იგივე სცენარის, იგივე ხელწერის რადიკალები არიან. ჩვენ ვთხოვეთ საკონსტიტუციოს, განიხილოს, არის თუ არა მათი ეს მიდგომა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. იმსჯელოს [სასამართლომ], კი ბატონო, პრობლემა არ არის... და მესამე: სულ რომ აკრძალოს [სასამართლომ პარტია], მანდატები მაინც დარჩებათ, მაინც გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას. რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას? ეს იყო ხალხის დაკვეთა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.