„ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა!“ – ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს ერის დამცირებასა და ქვეყნის რუსეთის გუბერნიად ქცევის მცდელობაში ადანაშაულებს. ის მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მეუფე იობს ეთანხმება სიტყვებში: „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“.