მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვანი განხილვის მონაწილე იყო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ შეაჯამა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართული ვიზიტი და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროში გამართული ვიზიტის შეფასებისას.
მინისტრის თქმით, საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
"პრემიერ-მინისტრმა, გარდა გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვისა, მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ისინი ორგანიზებული იყო ევროკავშირის და სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე: მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე. მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო, მათ შორის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად საქართველო მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვანი განხილვის მონაწილე იყო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე
ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ მუშაობა, რა არის მთავარი - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…