მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვანი განხილვის მონაწილე იყო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაეროში გამართული ვიზიტის შეფასებისას.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
"პრემიერ-მინისტრმა, გარდა გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვისა, მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ისინი ორგანიზებული იყო ევროკავშირის და სხვადასხვა აქტორის მხრიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე: მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე. მეც მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო, მათ შორის იყო ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად საქართველო მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვანი განხილვის მონაწილე იყო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე
ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ მუშაობა, რა არის მთავარი - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…