ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ მუშაობა, რა არის მთავარი - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ

ტელეიმედი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი ლაივში“ ისაუბრა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ყველა მნიშვნელოვან შეხვედრასა და განხილვაში გაჟღერდა საქართველოს პოზიციები მშვიდობის, უსაფრთხოებისა და გაეროს პრინციპების დაცვის შესახებ.

ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ მუშაობა, რა არის მთავარი - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ
ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ მუშაობა, რა არის მთავარი - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებრუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "იმედი ლაივში" გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ყველა მნიშვნელოვან განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

"მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ პერიოდში მიპყრობილია ნიუ-იორკისკენ, იქ, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები, სახელმწიფოების მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ პერიოდში სწორედ იქ განხილული. წელს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაცია იყო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი. ყველა მნიშვნელოვან განხილვაში, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში საქართველო იყო წარმოდგენილი ან პრემიერ-მინისტრის დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის, ან სხვა დონეზე და ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები იქნა გაჟღერებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის გამოსვლასა და იმ დისკუსიებსა და შეხვედრებზე, რომელიც გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა.

"პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, გააკეთა მიმართვა გაეროს ტრიბუნიდან. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა; იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული, ასევე სხვადასხვა აქტორების მხრიდან ორგანიზებული დისკუსიები. ძირითადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, სადაც საუბარი იყო მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა, რა არის მთავარი - სწორედ გაეროს პრინციპების დაცვა და გაეროს ჩარჩოებში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირება", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ყირიმის პლატფორმაზე მონაწილეობის შესახებ, ორმხრივ შეხვედრებსა და დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებზე:

"მეც მქონდა შესაძლებლობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, მათ შორის იყო უკრაინის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამჯერად საქართველო იყო მიწვეული ამ პლატფორმაზე და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. ასევე არაერთი ღონისძიება, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო გაჟღერებული.

იყო დაკავშირებადობის საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ღონისძიება. პრეზიდენტ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაკავშირებადობის ე.წ Tripp - ის პროექტი, რაზეც ასევე იყო მსჯელობა და საქართველო იყო მიწვეული. ესეც მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პროექტის განხორციელების კონტექსტშიც საქართველოს როლი რეგიონში არის მნიშვნელოვანი და ეს არავის გამორჩენია თვალთახედვიდან", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ პერიოდში მიპყრობილია ნიუ-იორკისკენ, იქ, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს ლიდერები, სახელმწიფოების მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ პერიოდში სწორედ იქ განხილული. წელს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს დელეგაცია იყო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი. ყველა მნიშვნელოვან განხილვაში, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში საქართველო იყო წარმოდგენილი ან პრემიერ-მინისტრის დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის, ან სხვა დონეზე და ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები იქნა გაჟღერებული“
„პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, გააკეთა მიმართვა გაეროს ტრიბუნიდან. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა; იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული, ასევე სხვადასხვა აქტორების მხრიდან ორგანიზებული დისკუსიები. ძირითადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, სადაც საუბარი იყო მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე; თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი მუშაობა, რა არის მთავარი - სწორედ გაეროს პრინციპების დაცვა და გაეროს ჩარჩოებში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირება“
მაკა ბოჭორიშვილი
„მეც მქონდა შესაძლებლობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო მონაწილეობა, მათ შორის იყო უკრაინის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამჯერად საქართველო იყო მიწვეული ამ პლატფორმაზე და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. ასევე არაერთი ღონისძიება, სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო გაჟღერებული. იყო დაკავშირებადობის საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ღონისძიება. პრეზიდენტ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაკავშირებადობის ე.წ Tripp - ის პროექტი, რაზეც ასევე იყო მსჯელობა და საქართველო იყო მიწვეული. ესეც მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პროექტის განხორციელების კონტექსტშიც საქართველოს როლი რეგიონში არის მნიშვნელოვანი და ეს არავის გამორჩენია თვალთახედვიდან“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი - დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები