ევროპარლამენტარი ლუკას სიპერი – საქართველოდან ახალგაზრდა ქალს ვუთხარი, რომ ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება, შესაძლოა, გავიდეს ოცი, ან ათი წელი, თუ ყველაფერი კარგად წავა
ევროპარლამენტარმა ლუკას სიპერმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა ათი ან ოცი წელი დასჭირდეს, რადგან საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ევროპული გზისგან აშორებს.

გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით და მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან, რომელმაც მკითხა: „შენი აზრით, კიდევ რამდენი ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“ მას ვუთხარი, „ოცი წელი. შესაძლოა ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ლუკას სიპერმა ევროპარლამენეტში დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალი გზისგან აშორებს.
„გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით, მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან, რომელმაც მკითხა: „შენი აზრით, კიდევ რამდენ ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“ მას ვუთხარი, „ოცი წელი. შესაძლოა ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“, მეშინია, რომ სწორედ ასეა, რადგან საქართველოს თუ შევხედავთ, მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. ამიტომ ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, საქართველოს ოლიგარქებს, რუსეთის ქართველ მარიონეტებს – „დატკბით თქვენი სასახლეებით, დატკბით თქვენი ძვირადღირებული მანქანებით, დატკბით თქვენი ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და შემდეგ საქართველოს ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს, ისინი კი საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ. შესაძლოა, მოგვიწიოს ლოდინი, მაგრამ საბოლოო მიზანი უდავოა“, – განაცხადა ლუკას სიპერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„შენი აზრით, კიდევ რამდენი ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“
„ოცი წელი. შესაძლოა ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…