ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ლუკას სიპერი – ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, ოლიგარქებს, დატკბით ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს

ევროპარლამენტარმა ლუკას სიპერმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ევროპული გზისგან აშორებს, თუმცა საბოლოოდ ქვეყნის ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს და საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანს.

ევროპარლამენტარი ლუკას სიპერი – ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, ოლიგარქებს, დატკბით ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს
ევროპარლამენტარი ლუკას სიპერი – ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, ოლიგარქებს, დატკბით ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებსპირველი არხი

საქართველოს თუ შევხედავთ, მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ლუკას სიპერმა ევროპარლამენეტში დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოოდ, საქართველოს ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს, ისინი კი ქვეყანას ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ.

„გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით, მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან, რომელმაც მკითხა: „შენი აზრით, კიდევ რამდენ ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“ მას ვუთხარი, „ოცი წელი. შესაძლოა, ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“. ვშიშობ, რომ სწორედ ასეა, რადგან საქართველოს თუ შევხედავთ, მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. ამიტომ ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, საქართველოს ოლიგარქებს, რუსეთის ქართველ მარიონეტებს – „დატკბით თქვენი სასახლეებით, დატკბით თქვენი ძვირად ღირებული მანქანებით, დატკბით თქვენი ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და შემდეგ საქართველოს ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს, ისინი კი საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ. შესაძლოა, მოგვიწიოს ლოდინი, მაგრამ საბოლოო მიზანი უდავოა“, – განაცხადა ლუკას სიპერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შენი აზრით, კიდევ რამდენ ხანი გავა, ვიდრე საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“
„ოცი წელი. შესაძლოა, ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“
„დატკბით თქვენი სასახლეებით, დატკბით თქვენი ძვირად ღირებული მანქანებით, დატკბით თქვენი ძალაუფლებით, რადგან საბოლოოდ თქვენც მოკვდებით და შემდეგ საქართველოს ახალი თაობა გადაიბარებს სადავეებს, ისინი კი საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ. შესაძლოა, მოგვიწიოს ლოდინი, მაგრამ საბოლოო მიზანი უდავოა“
ლუკას სიპერი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას "ევროპულ ღირებულებებს" უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: "თქვენ მოკვდებით" და ჰგონიათ, ასეთი გზავნილებით და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები