ევროკომისია – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ნომინალურია
ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ქვეყანა კანდიდატის სტატუსის 9 ნაბიჯს არ ასრულებს, რადგან მმართველი პარტია დემოკრატიულ პრინციპებს ძირს უთხრის.

ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ნომინალურია. საქართველო კვლავ არ ასრულებს კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა ნაბიჯს, რადგან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას. ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესისთვის სარგებლის მიღებას კვლავაც ვერ შეძლებს. ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაევროკომისია ხვალ წარადგენს ,,2026 წლის გაფართოების პაკეტს” , რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს
ევროკომისია დღეს წარადგენს "2026 წლის გაფართოების პაკეტს”, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს
ევროკომისია დღეს წარადგენს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ნომინალურია. საქართველო კვლავ არ ასრულებს კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა ნაბიჯს, რადგან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას. ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესისთვის სარგებლის მიღებას კვლავაც ვერ შეძლებს. ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…