პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კშიშტოფ ბრეიზა - „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ - მათ სურთ საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში გამართული დებატებისას „ქართული ოცნება“ „რუსულ ოცნებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და სასამართლო სისტემა საბჭოთა პერიოდს აგონებს, ხოლო რეჟიმის შესაჩერებლად სანქციების დაწესების დროა.

კშიშტოფ ბრეიზა - „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ - მათ სურთ საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ
ინტერპრესნიუსი

მკაფიოდ უნდა ითქვას: „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“. პაპუაშვილს და სხვებს საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, “ქართულ ოცნებას” სურს, ქვეყანა საბჭოთა დროში დააბრუნოს.

“მათ სურთ, მთელი საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას - ეს ისეთი რამაა, რასაც კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ. ეს რეკონსტრუქციის ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ „მწვანე“ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკშიშტოფ ბრეიზა - „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ - დროა, სანქციები დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა - კშიშტოფ ბრეიზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები