პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ „კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ და სანქციების დაწესებას ითხოვს

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ირაკლი კობახიძის, ბიძინა ივანიშვილისა და სხვების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა, მარტა კოსმა კი განმარტა, რომ წევრ ქვეყნებს შორის ამის საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს.

პოლონელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ „კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ და სანქციების დაწესებას ითხოვს
TV პირველი

"როდის დაუწესებს ევროკავშირი სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს და რა უშლის ხელს ამ გადაწყვეტილების მიღებას?" - ეს კითხვა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, კშიშტოფ ბრეიზამ მარტა კოსს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა.

„ჩვენ ვიცით მათი სახელები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მრავალი სხვა, მათ შორის მოსამართლეები, რომლებმაც ადამიანები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გაგზავნეს ციხეში“, - განაცხადა მან.

ბრეიზამ ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ევროპაში ვიზიტებზეც და მაგალითად ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ჩასვლა მოიყვანა.

ევროპარლამენტარის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ და ევროპაში ხანმოკლე ჩასვლასაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ".

„გუშინ კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. შემდეგ ისინი ამ ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ. ევროპაში ხანმოკლე ვიზიტსაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. ამით საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ჩვენს რეზოლუციებს, საქმიანობასა და კრიტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დააწესებს თუ არა ევროკავშირი ამ პირებისთვის შესვლის ინდივიდუალურ აკრძალვებს?“ - იკითხა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტარების კითხვებს მარტა კოსმა უპასუხა, რომ ევროკომისიას სანქციების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს და გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.

„გეთანხმებით, რომ ამ მიმართულებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ, თუმცა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა თქვენ მიერ დასახელებული და მრავალი სხვა პირისთვის სანქციების დასაწესებლად“, - განაცხადა კოსმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ - ევროპარლამენტარი
  2. ფორმულაოპოზიციური„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ – ევროპარლამენტარი სანქციებს ითხოვს
  3. პირველი არხისამთავრობომარტა კოსის პასუხი პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას კითხვაზე, რატომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდის დაუწესებს ევროკავშირი სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს და რა უშლის ხელს ამ გადაწყვეტილების მიღებას?“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია” – მარტა კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები