პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორი ქვეყნის საუკუნოვანი მეგობრობა, საერთო კულტურული ფესვები და ხელოვნებით გამყარებული ურთიერთობები - სომხეთის კულტურის დღეები თბილისში კონცერტით გაიხსნა

თბილისში სომხეთის კულტურის დღეები კონცერტით, ერვანდ ქოჩარის გამოფენითა და კულტურის მინისტრების შეხვედრით გაიხსნა.

ორი ქვეყნის საუკუნოვანი მეგობრობა, საერთო კულტურული ფესვები და ხელოვნებით გამყარებული ურთიერთობები - სომხეთის კულტურის დღეები თბილისში კონცერტით გაიხსნა
ორი ქვეყნის საუკუნოვანი მეგობრობა, საერთო კულტურული ფესვები და ხელოვნებით გამყარებული ურთიერთობები - სომხეთის კულტურის დღეები თბილისში კონცერტით გაიხსნარუსთავი 2

ორი ქვეყნის საუკუნოვანი მეგობრობა, საერთო კულტურული ფესვები და ხელოვნებით გამყარებული ურთიერთობები - სომხეთის კულტურის დღეები თბილისში კონცერტით გაიხსნა.

ქართველი მსმენელის წინაშე სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი წარდგა. ზაქარია ფალიაშვილი, ანტონინ დვორჟაკი და არამ ხაჩატურიანი - საღამოზე ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები შესრულდა.

ღონისძიების ფარგლებში, ეროვნულ გალერეაში გამოფენა "ქოჩარი - მრავალგანზომილებიანი გენიოსი" გაიხსნა. თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, ექსპოზიცია ერვანდ ქოჩარის შემოქმედების მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

გამოფენის პარალელურად სამენოვანი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მხატვრის შემოქმედებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საარქივო მასალა და ბოლო წლებში გამოვლენილი, აქამდე უცნობი დოკუმენტები.

სომხეთის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის კულტურის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ერთობლივ ინიციატივებს თეატრის, კინემატოგრაფიის, სახვითი ხელოვნების და სამუზეუმო საქმის მიმართულებებით.

სომხეთის კულტურის დღეები თბილისში დღეს დასრულდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სომხეთის კულტურის დღეები გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები