ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გივი მიქანაძემ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა, ინგლისური ენის სწავლება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ტრანსნაციონალური განათლების საკითხები განიხილეს.

გივი მიქანაძემ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა
გივი მიქანაძემ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლაიმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეით ევარტ-ბიგსის და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე შარმიან ლივერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საბჭოს, როგორც სამინისტროს მრავალწლიანი პარტნიორის მნიშვნელოვან როლს და ყურადღება გაამახვილა ინგლისური ენის სწავლების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრანსნაციონალური განათლებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტი „Future English“, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერებასა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსნაციონალური განათლების (TNE) მიმართულებით თანამშრომლობა და საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის განვითარება იყო.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის მოადგილე ქრისტიან დანკანი და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა ფურცელაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.