ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ერთობლივი ინიციატივები და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმები.

გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა
გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართაიმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული თანამშრომლობა, ერთობლივი ინიციატივები და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრებმა იმსჯელეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებზე, უმაღლესი განათლებისა და კვლევის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ფონზე, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდობის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ახალგაზრდული ბანაკების, გაცვლითი პროგრამების, ფორუმებისა და სხვა ახალგაზრდული ინიციატივების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.