ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ეს არის “ნაცობა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილების პასუხად

ქართული ოცნება

ქართული ოცნების პირველმა პირმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს „ნაცობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მანკიერი მოვლენები და არასწორი ინტერპეტაციები სწორედ ამ ცნებასთან არის დაკავშირებული.

“ეს არის “ნაცობა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილების პასუხად
“ეს არის “ნაცობა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილების პასუხადალია

ქართული ოცნების გუნდის პირველმა პირმა, ირაკლი კობახიძემ, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე დასმული კითხვის პასუხად, თქვა:

ძალიან კარგად იცის მან, საიდან დაიწყო ეს პრობლემები, რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ იყო პრემიერი, 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო, ვინ იყო მაშინ პრემიერი. მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა. როცა იცის, რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის „ნაცობა“. აქედან ჩანს, რომ „ნაცობა“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პარტიულ კუთვნილებას. „ნაცური“ აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის „ნაცობა“, არასწორი ინტერპეტაციებით საუბარიც არის „ნაცობა“. ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის „ნაცობა“.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.