ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე „ნაცურს“ უწოდებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები ქვეყნის იზოლაციაზე „ნაცურად“ შეაფასა და განმარტა, რომ ეს ტერმინი აუცილებლად პარტიულ კუთვნილებას არ გულისხმობს, არამედ მანკიერ მოვლენებს აღნიშნავს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებები და გზავნილები შეაფასა და ისინი „ნაცურად“ მოიხსენია.
ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ამოიკითხა თუ არა მან საკუთარი პერსონალური როლი ღარიბაშვილის იმ წერილში, სადაც ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზეა საუბარი, კობახიძემ შემდეგი კომენტარი მისცა:
„ამ თემაში სიღრმისეულად ვერ შევალთ, ძალიან კარგად იცის მან საიდან დაიწყო ეს პრობლემები. რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ პრემიერი?! 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო. ვინ იყო მაშინ პრემიერი?! მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა 2023 წელს. როცა იცის რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიისა და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის ნაცობა“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცია“, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ „ნაცური აზროვნება“ აუცილებლად პარტიულ კუთვნილებას არ გულისხმობს:
„არა, არა, აი, აქედან ჩანს, რომ ნაცობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინც და მაინც პარტიულ კუთვნილებას. ანუ, ნაცური აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის ნაცობა, არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის ნაცობა, ანუ, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის ნაცობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ამ თემაში სიღრმისეულად ვერ შევალთ, ძალიან კარგად იცის მან საიდან დაიწყო ეს პრობლემები. რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ პრემიერი?! 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო. ვინ იყო მაშინ პრემიერი?! მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა 2023 წელს. როცა იცის რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიისა და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის ნაცობა“
„არა, არა, აი, აქედან ჩანს, რომ ნაცობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინც და მაინც პარტიულ კუთვნილებას. ანუ, ნაცური აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის ნაცობა, არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის ნაცობა, ანუ, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის ნაცობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…