ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა​

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა. მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა​
გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა​რუსთავი 2

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

გივი მიქანაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მიღწეული შედეგები და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში სწავლის მიმართ იორდანიელი ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.