“გაწეწავენ საკაიფოდ ივანიშვილს – არც მესამე ჯერზე GAUMARTLA!” – ჩერგოლეიშვილი
ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის ხაზინის მიერ სანქციების მოხსნის მესამე რაუნდს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ სანქცირებულთა სიაში რჩება. მისი თქმით, ყოველგვარი პოლიტიკური გადატვირთვა გამორიცხულია, სანამ არ გაუქმდება გამოხატვის შემზღუდავი კანონები, არ განეიტრალდება რუსული და ირანული გავლენა და არ შეწყდება ოპოზიციის დევნა.

ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
შეერთებული შტატების ხაზინამ 5 ოქტომბერს სანქციების მოხსნის მესამე რაუნდი განახორციელა.
ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, არც “მესამე და სამართალმა”გაუმართლა
ის კვლავ სანქცირებულთა სიაშია.
რაც შეეხება გადატვირთვას:
შემიძლია დავიგინო, რომ სანამ რომელიმე პირობითი გორდულაძისთვის თალიბანის სი@ის წოდების გამო აჯარიმებენ რომელიმე პირობით ჩერგოლეიშვილს (რა გვარიც გსურთ, ის ჩასვით), არანაირი, საერთოდ არანაირი გადატვირთვა არ მოხდება.
გაწეწავენ საკაიფოდ ივანიშვილს და მის ლაქიებს, მაგრამ გადატვირთვას არ აღირსებენ სანამ:
1. არ გაუქმდება გამოხატვის შემზღუდავი ყველა კანონი!
2. არ განეიტრალდება რუსული და ირანული გავლენა!
3. არ შეწყდება ოპოზიციის დევნა!
მოკლედ, ივანიშვილს ისევ ალისფერი ასო აზის შუბლზე!
არც მესამე ჯერზე GAUMARTLA!
Screenshot
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…