პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯეიჰუნ ბაირამოვი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს

ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხეთში ნავთობპროდუქტების მიწოდება საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გავლით დაიწყო და ქვეყანა რეგიონში დადებით როლს ასრულებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს
იმედინიუსი

საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ათწლეულების შემდეგ - გასული წლის ბოლოდან ჩვენი ქვეყნის მიერ ახალი ნაბიჯი გადაიდგა, სომხეთში ნავთობის პროდუქტების მიწოდება დავიწყეთ. ესეც რა თქმა უნდა, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის საშუალებით ხორციელდება და მიგვაჩნია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობების ფონზე ძალიან დადებით როლს ასრულებს.

ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს პატივცემულ კოლეგას, ჩვენი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი”, - აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეების მიმართულებებით არსებულ თანამშრომლობაზე.

„ჰუმანიტარული მიმართულებით ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის, როგორც ტრადიცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით აღვნიშნავ განათლების სფეროში თანამშრომლობას. უნივერსიტეტების რექტორების ფორუმის ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში სწავლას - 1100-ზე მეტია მათი რაოდენობა; ასევე უმაღლესი განათლების შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობა, კულტურის სფეროში ურთიერთობა. ახალგაზრდობის სფეროში საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს და მიხარია, რომ ეს რეგულარული ხასიათისაა. ეს ყველაფერი ძალიან მჭიდრო ტანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითია”, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ხალხებს შორის ურთიერთობები ძალიან ძლიერია. აქ მართლაც ახლო მეზობლური, მეგობრული ურთიერთობებია, რომლებიც ყოველთვის ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზეა დამყარებული“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები