ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი - პარტიების ძალა არის დამოკიდებული სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, რას გადაწყვეტს ივანიშვილი

ფედერალისტები

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა „რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურია“, ხოლო ივანიშვილის გადაწყვეტილებას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ხელისუფლება 800 ათასზე მეტ ამომრჩეველს ხმასა და არჩევანს ართმევს.

თამარ ჩერგოლეიშვილი - პარტიების ძალა არის დამოკიდებული სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, რას გადაწყვეტს ივანიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - პარტიების ძალა არის დამოკიდებული სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, რას გადაწყვეტს ივანიშვილიინტერპრესნიუსი

საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტიები, მხოლოდ ძლიერ პარტიებს შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა - ნებისმიერი, რომელიც გიმტკიცებთ, რომ ახლა არ არის პარტიული დაქსაქსულობის დრო, არის დელუზიური სულელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, რას ნიშნავს ლიდერობის კრიზისი და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს პარტია, - ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესების ჩანიშვნას.

მისი თქმით, პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე.

„პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ და იმიტომ.

არანაირი, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ, დაშვებაც კი შესაძლებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მოქალაქის ხმას წონა აქვს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, „ფედერალისტების” გარდა 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 ათას ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას.

ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას „ფედერალისტები“ ჩვენი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდეც არ ვაპირებდით.

ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით - მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს.

ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია.

არანაირი! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ - ყველა ფრონტზე“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი - რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ - ყველა ფრონტზე“
თამარ ჩერგოლეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?