ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ეს პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურები არიან, იწვევენ პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სარჩელით ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური პარტიები არსით არაკონსტიტუციურები არიან და პოლიტიკურ სისტემას აინფიცირებენ. მისი თქმით, ქართველ ხალხს მუდმივად საბოტაჟზე მომართული პარტიები არ სჭირდება და ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ეს პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურები არიან, იწვევენ პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს
ირაკლი კობახიძე – ჩვენი სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ეს პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურები არიან, იწვევენ პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოსპირველი არხი

ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები.

„ჰიტლერი რომ ცოცხალი დარჩენილიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაც გერმანელებმა, მადლობა ღმერთს, არ დაუშვეს, ჩვენ მოგვიწია ამის დაშვება, ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დატოვება მოგვიწია ქართულ პოლიტიკაში, ჰიტლერი რომ დარჩენილიყო თავის დროზე პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო, მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა სავარაუდოდ. ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა. ამიტომ ეს არ არის განმსაზღვრელი. განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები. ჩვენ ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს. ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა ხალხმა, ზუსტად ქართველი ხალხის გამოწვევაა ეს. ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური, მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი პარტიების აკრძალვის სარჩელზე: მარტივი საკითხია დასმული, ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას და ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები