ირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და აქ იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა ევროინტეგრაციის გზაზე ვალდებულებების შესრულება და ამ მხრივ შესრულება 90%-ს აღწევს. მანვე აღნიშნა, რომ ევროკომისიისა და ევროპული ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა სამართლიანად მოქმედება ქართველი ხალხის მიმართ, რასაც, მისი თქმით, ვერ ახერხებენ.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება. თუ ორი-სამი წლის წინ ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებების დაახლოებით 6-65% გვქონდა შესრულებული, ახლა შესრულებული გვაქვს დაახლოებით 90%. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკომისიის, ევროპული ბიუროკრატიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი დამოკიდებულება. მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება. თუ ორი-სამი წლის წინ ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებების დაახლოებით 6-65% გვქონდა შესრულებული, ახლა შესრულებული გვაქვს დაახლოებით 90%. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკომისიის, ევროპული ბიუროკრატიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი დამოკიდებულება. მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.