პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუფერხებლად გაგრძელდება, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის მხრიდან ჯანსაღი დამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მისი თქმით, ქვეყანა პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

ირაკლი კობახიძე – ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუფერხებლად გაგრძელდება, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებებს
პირველი არხი

ევროკომისიას თუ ექნება საქართველოს მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება, ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს.

„ჩვენ გვაქვს არჩეული ჩვენი გზა, მთავარია, ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ეროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკური სურვილი, პოლიტიკური ნება, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90 პროცენტი არის შესრულებული. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ვუსწრებთ წინ ათასი ნაბიჯით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, სხვა კანდიდატ ქვეყნებს, დანარჩენი უკვე არის ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავი. ევროკომისიას საქართველოს მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება თუ ექნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და იგულისხმება ვალდებულებების შესრულება, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
  4. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და აქ იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვაქვს არჩეული ჩვენი გზა, მთავარია, ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ეროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკური სურვილი, პოლიტიკური ნება, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90 პროცენტი არის შესრულებული. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში, რამდენად ვუსწრებთ წინ ათასი ნაბიჯით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, სხვა კანდიდატ ქვეყნებს, დანარჩენი უკვე არის ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავი. ევროკომისიას საქართველოს მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება თუ ექნება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და აქ იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, ევროკომისიის პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ, რასაც ვერ ახერხებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები