პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა. მისი თქმით, დღევანდელი მაჩვენებლით ვალდებულებების დაახლოებით 90% შესრულებულია.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული
პირველი არხი

ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ბევრად უკეთ მზად იქნება პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.

„რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა. დღევანდელი მაჩვენებლით, დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული უკვე შესაბამისი ვალდებულებების, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასეთი მდგომარეობა არ გვქონდა ჩვენ თუნდაც ორი წლის წინ – მაშინ დაახლოებით 65% იყო შესრულების მაჩვენებელი. ეს არის მთავარი რასაც ვაკეთებთ და რაზეც მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღეს არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ 2028 წლის ბოლოსთვის ვიქნებით ბევრად უკეთ მზად პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ვიყავით, დავუშვათ, ოთხი წლის წინ, 2024 წლის ბოლოს თუნდაც, როდესაც შესაბამისი განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული
  2. BM.GEოპოზიციური„ასოცირებისა და DCFTA-ის ვალდებულებების დაახლოებით 90% შესრულებული გვაქვს“ - ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ამავდროულად, ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები