ირაკლი კობახიძე - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და აქ იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, ევროკომისიის პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ, რასაც ვერ ახერხებენ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა ევროინტეგრაციის გზაზე ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ახლა 90%-მდეა შესრულებული. მისი თქმით, ევროკომისია ვერ ახერხებს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ სამართლიანად მოქმედებას. კობახიძემ ასევე შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით და სუვერენულად უწოდა.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება. თუ ორი-სამი წლის წინ ჩვენ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების და DCFTA-დან გამომდინარე ვალდებულებების დაახლოებით 6-65% გვქონდა შესრულებული, ახლა შესრულებული გვაქვს დაახლოებით 90%. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკომისიის, ევროპული ბიუროკრატიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი დამოკიდებულება. მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა პრემიერმა.
ასევე, პრემიერმა ისაუბრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა,რომ აბსოლუტურად გასაგებია გადაწყვეტილება.
„ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.