პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახეს

ტვ პირველისაქართველოს პროკურატურა

მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახეს, რადგან იმნაძემ თავი ცუდად იგრძნო.

მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახეს
TV პირველი

მასწავლებლის მკვლელობის საქმე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესზე სასამართლოს ექიმი გამოიძახეს.

როგორც სასამართლოდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდა, რადგან ბრალდებული იმნაძე ამტიცებდა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურას პროცესზე ის მოზარდები ჰყავს გამოსაკითხად მიყვანილი, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ.

ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხებაანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, რომლებიც არიან ნია იმნაძის სხვა ჯგუფელები, ასევე დასაკითხად იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები - პროკურორი
  2. TV პირველიოპოზიციურიმასწავლებლის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ მოსწავლეები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"გვითხრეს, რომ ფსიქლოგიურად რთულია სასამართლს წინაშე წარდგენა" - ნია იმნაძის მშობლებმა დღეს გამოკითხვაზე უარი თქვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები