პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, რომლებიც არიან ნია იმნაძის სხვა ჯგუფელები, ასევე დასაკითხად იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მოწმეებს, კერძოდ ნია იმნაძისა და გიორგი მალანიას ჯგუფის წევრებს, ასევე საქმის პირველ გამომძიებლებს წარმოადგენს.

ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, რომლებიც არიან ნია იმნაძის სხვა ჯგუფელები, ასევე დასაკითხად იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები - პროკურორი
რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარე მოწმეებს წარმოადგენს, რომლებიც ნია იმნაძის სხვა ჯგუფელები არიან.

"დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, კერძოდ, ესენი გახლავთ ნია იმნაძის მათემატიკის სხვა ჯგუფელები, რომლებიც ასევე გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში ნია იმნაძესთან ერთად. ასევე დასაკითხად წარმოდგენილნი იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები, რომლებიც ასევე გიგა ავალიანის მოსწავლეები იყვნენ. დაიკითხება საქმის ორი გამომძიებელი, რომლებიც თავიდან ამ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას მაშინ, როდესაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოს ჰქონდა წარმოებაში.

ჯგუფის წევრები უშუალოდ თავდასხმასთან დაკავშირებით პირდაპირ ინფორმაციას არ აწვდიან, თუმცა მნიშვნელოვანია მათი ჩვენებები, იმიტომ რომ ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, თუ როგორი მასწავლებელი იყო გიგა ავალიანი, როგორი იყო ნია იმნაძესთან მასწავლებლის დამოკიდებულება, რომ ეს არ ცდებოდა კანონით დადგენილ და ასევე მორალით დადგენილ ჩარჩოებსა და ნორმებს," - აცხადებს პროკურორი.

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი სამართალდამცავებმა 5 აგვისტოს დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიმასწავლებლის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ მოსწავლეები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ
  2. TV პირველიოპოზიციურიმასწავლებლის მკვლელობის საქმე - ნია იმნაძის სასამართლო პროცესზე ექიმი გამოიძახეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, კერძოდ, ესენი გახლავთ ნია იმნაძის მათემატიკის სხვა ჯგუფელები, რომლებიც ასევე გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში ნია იმნაძესთან ერთად. ასევე დასაკითხად წარმოდგენილნი იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები, რომლებიც ასევე გიგა ავალიანის მოსწავლეები იყვნენ. დაიკითხება საქმის ორი გამომძიებელი, რომლებიც თავიდან ამ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას მაშინ, როდესაც გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოს ჰქონდა წარმოებაში. ჯგუფის წევრები უშუალოდ თავდასხმასთან დაკავშირებით პირდაპირ ინფორმაციას არ აწვდიან, თუმცა მნიშვნელოვანია მათი ჩვენებები, იმიტომ რომ ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, თუ როგორი მასწავლებელი იყო გიგა ავალიანი, როგორი იყო ნია იმნაძესთან მასწავლებლის დამოკიდებულება, რომ ეს არ ცდებოდა კანონით დადგენილ და ასევე მორალით დადგენილ ჩარჩოებსა და ნორმებს,“
ქეთევან სონიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნია იმნაძის მშობლებმა დღეს გამოკითხვაზე უარი თქვეს – დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები