"გვითხრეს, რომ ფსიქლოგიურად რთულია სასამართლს წინაშე წარდგენა" - ნია იმნაძის მშობლებმა დღეს გამოკითხვაზე უარი თქვეს
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ნია იმნაძის მშობლებმა სასამართლოში გამოკითხვაზე უარი თქვეს, რადგან, პროკურორ ქეთი სონიძის განმარტებით, ფსიქოლოგიური სირთულის გამო მოსამზადებლად დრო სჭირდებათ.

მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს - დღეს გამოიკითხება 5 მოწმე, აქიდან რამდენიმე გამომძიებელია. დღესვე გამოკითხავენ ბრალდებულ ნია იმნაძის მასწავლებელს და დაკავებულის კლასელს.
როგორც პროკურორი ქეთი სონიძე განმარტავს, დღეს იმნაძის მშობლების გამოკითხვა იყო დაგეგმილი, თუმცა მათ ბრალდების მხარის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ პროცესზე გამოსაცხადებლად დრო სჭირდებათ. მათ პროკურორის თქმით განმარტეს, რომ ფსიქოლოფიურად უნდა მოემზადონ ჩვენების მისაცემად.
იმნაძის მშობლებს პროკურატურა შემდრგ კვირას გამოკითხავს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით უნდა გამოკითხულიყვნენ ნია იმნაძის მშობლები, თუმცა აღნიშნულ პირთა გამოკითხვა ვერ მოხერხდა ჩვენი ინიციატივის მიუხედავად, ვინაიდან როგორც მისმა მშობლებმა განმარტეს, ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მათთვის სასამართლოს წინაშე წარდგენა, ამიტომ მომავალ კვირას, ერთი კვირის თავზე მოგვცემენ ჩვენებას" - თქვა პროკრორმა.
ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…