პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას - ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს და მზადაა ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას - ტედროს ადანომ გებრეიესუსი
ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას - ტედროს ადანომ გებრეიესუსირუსთავი 2

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ ორგანიზაცია კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და მზად არის, ქვეყანას ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ლაბორატორიაში მუშაობისას თანამშრომელს შავი ჭირის პათოგენის შემცველი კოლბა გაუტყდა. რუსეთის ოფიციალური უწყებები ამ ვერსიას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები