პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. ორგანიზაციის სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის თქმით, ყველა პაციენტი იდენტიფიცირებულია და მათ მდგომარეობას აკვირდებიან, სიმპტომები კი არავის გამოვლენია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალიარუსთავი 2

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის განცხადებით, ყველა პაციენტი იდენტიფიცირებულია და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არცერთ მათგანს დაავადების სიმპტომები არ გამოვლენია.

ლინდმაიერის განცხადებით, არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი შეფასებით, ირკუტსკში ეპიდემიის გავრცელების რისკი საშუალოდან დაბლამდეა, მთლიანად რუსეთის ფედერაციაში დაბალი, ხოლო ევროპის რეგიონში ძალიან დაბალი.

რამდენიმე დღის წინ, ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტი, დარია შიპილოვა გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარია შიპილოვას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

ჯანმოს სპიკერის განცხადებით, რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ იძიებენ, გამოიწვია თუ არა შიპილოვას გარდაცვალება ვირუსულმა პნევმონიურმა ჭირმა. მისი თქმით, დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე ეს შეფასება განახლდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიWHO: ფილტვის ჭირის გავრცელების საფრთხე რუსეთში - "დაბალი", ევროპაში - "ძალიან დაბალი"
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთისგან შავ ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალებს...
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯანმო ყურადღებით აკვირდება რუსეთში შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას - ტედროს ადანომ გებრეიესუსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები