ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

სახლის ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს – რუსეთის თავდასხმა უკრაინაში

უკრაინის ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა და მინიმუმ 40 დაშავდა. თავდასხმის შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარი დაგმო.

სახლის ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს – რუსეთის თავდასხმა უკრაინაში
სახლის ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს – რუსეთის თავდასხმა უკრაინაშიბათუმელები

უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ბოლო ცნობებით, მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა, სამაშველო სამუშაოები ადგილზე გრძელდება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 ოქტომბერს, განაცხადა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დღეს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, უკრაინისთვის მტკივნეული და დემონსტრაციული დარტყმის მიყენება სურდა.

„დღეს, პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის არმიამ მას ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკიში, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა „აჩუქა“. ეს იყო ჩვეულებრივი ხუთსართულიანი შენობა“ – თქვა მან.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 7 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა, გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, „შაჰედის“ დრონები და სხვა იარაღი. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 161 სამიზნე გაანადგურა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის არმიამ მას ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკიში, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა „აჩუქა“. ეს იყო ჩვეულებრივი ხუთსართულიანი შენობა“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.