ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზელენსკი: პუტინს დაბადების დღეზე „აჩუქეს“ განადგურებული სახლი პრილუკიში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად პრილუკიში სახლი განადგურდა და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ, რაც ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს დაემთხვა. დარტყმები განხორციელდა კიევში, დნეპრში, კრემენჩუგსა და ზაპოროჟიეშიც, სადაც ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

ზელენსკი: პუტინს დაბადების დღეზე „აჩუქეს“ განადგურებული სახლი პრილუკიში
ზელენსკი: პუტინს დაბადების დღეზე „აჩუქეს“ განადგურებული სახლი პრილუკიშირადიო თავისუფლება

7 ოქტომბერს ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „რუსებს სურდათ მტკივნეული და საჩვენებელი დარტყმა“ და „დღეს პუტინს დაბადების დღეზე რუსულმა არმიამ „აჩუქა“ სახლის განადგურება პრილუკიში“, სადაც სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა 26, მათ შორის 5 ბავშვი.

7 ოქტომბერს პუტინი 74 წლის გახდა.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად ხუთი მრავლბინიანი სახლი დაზიანდა დნეპრში, ოთხი - კრემენჩუგში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა. დრონმა მრავალბინიანი სახლი დააზიანა ზაპოროჟიეშიც. კიევში დაღუპულია ორი ადამიანი. ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ინფრასტრუქტურას დაარტყეს კიევში და 12 ოლქში, სადაც ძირითადი სამიზნე ენერგეტიკა იყო.

ზელენსკის თანახმად, უკრაინის ძალებმა რუსული ბალისტიკური რაკეტების მხოლოდ ნაწილის მოგერიება შეძლეს, „რუსული ბალისტიკა“ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება და უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

7 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ობიექტებს.

ეს სამინისტრო, როგორც წესი, არაფერს ამბობს სახლების და სხვა სამოქალაქო ობიექტების ნგრევასა და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსებს სურდათ მტკივნეული და საჩვენებელი დარტყმა“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„დღეს პუტინს დაბადების დღეზე რუსულმა არმიამ „აჩუქა“ სახლის განადგურება პრილუკიში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რუსული ბალისტიკა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.