ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის შეტევის შედეგად, პრილუკიში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

რუსეთის სარაკეტო და დრონებით შეტევების შედეგად კიევსა და პრილუკიში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. პრილუკიში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, ხოლო კიევში საჰაერო თავდასხმას მცხოვრებლები ემსხვერპლნენ.

კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის შეტევის შედეგად, პრილუკიში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის შეტევის შედეგად, პრილუკიში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდარადიო თავისუფლება

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის დილის მდგომარეობით დადასტურებულია 22 ადამიანის სიკვდილი, მათ შორის 5 ბავშვის. 7 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 20 იყო.

დაშავებულია 54 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, სამაშველო ოპერაციისას გადაარჩინეს 15 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

7 ოქტომბერს უკრაინის სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქ კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „რუსებს სურდათ მტკივნეული და საჩვენებელი დარტყმა“ და „პუტინს დაბადების დღეზე რუსულმა არმიამ „აჩუქა“ სახლის განადგურება პრილუკიში“.

7 ოქტომბერს პუტინი 74 წლის გახდა.

მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი შეტევის შემდეგ, 7 ოქტომბერს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქალაქ პრილუკიში დაარტყეს რაკეტების მწარმოებელ საწარმო „პლასტმასს“.

მაშველებს ბავშვის ცხედარი გამოაქვთ უკრაინის ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 7 ოქტომბერს განადგურებული სახლიდან

კიევი

8 ოქტომბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დედაქალაქ კიევის დესნიანსკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად.

მსხვერპლის გამომწვევი დარტყმა 7 ოქტომბერს საღამოს იყო მრავლბინიან სახლზე, რომლის ნაწილი დანგრეული დ დაწვარია. დაღუპულთა ცხედრები ერთ-ერთ განადგურებულ ბინაში იპოვეს. დაშავებულია კორპუსის ოთხი მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი.

მანამდე, 7 ოქტომბერს დილით კიევში ორი ადამიანი დაიღუპა რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად.

7 ოქტომბერს კიევსა და უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლებამ 8 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პუტინს დაბადების დღეზე რუსულმა არმიამ „აჩუქა“ სახლის განადგურება პრილუკიში“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის დარტყმას პრილუკიზე მინიმუმ 14 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, ემსხვერპლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები