ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – შუქრი ბურჭულაძე მოუწოდებს მამამისს, არ გამოვიდეს ციხიდან, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლში მშობლის გარეშე ბედნიერები არიან

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, შუქრი ბურჭულაძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ექსტრემისტული ჯგუფების შვილები მამების ციხეში დარჩენას მოუწოდებენ. პაპუაშვილის თქმით, ეს პირები სახელმწიფოზე გამარჯვებაში დამარცხდნენ და მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი სასჯელი შეერგოთ.

შალვა პაპუაშვილი – შუქრი ბურჭულაძე მოუწოდებს მამამისს, არ გამოვიდეს ციხიდან, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლში მშობლის გარეშე ბედნიერები არიან
შალვა პაპუაშვილი – შუქრი ბურჭულაძე მოუწოდებს მამამისს, არ გამოვიდეს ციხიდან, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სახლში მშობლის გარეშე ბედნიერები არიანპირველი არხი

შუქრი ბურჭულაძე მოუწოდებს მამამისს, არ გამოვიდეს ციხიდან, სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, ციხიდან არ გახმოვიდეო. კიდევ კარგი, მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მამა ბურჭულაძეს მიმართავს, ციხეში იჯექი, არ გამოხვიდეო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სახელმწიფოზე გამარჯვებაში დამარცხდნენ და ახლა შეერგოთ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით, ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე. სასწაულია ეს. მართლაც, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი მთავარი ინტერესია, რომ საკუთარ მამებს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდეთ. კარგია, რომ ჩახუნაშვილმა საკუთარ შვილს არ დაუჯერა, დანაშაული აღიარა და გარეთ გამოვიდა. რაც შეეხება ბუჭულაძეს, რომ არა, მაშინ, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს, ისინი თავს კი არ შეიცოდებდნენ, ბურჭულაძე და ზოდელავა წამოჭიმულები იქნებოდნენ სავარძელში, საქართველოში კი იქნებოდა სისხლის გუბეები. ფაქტობრივად, იმ ძალადობით სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, იმ დაპირისპირებას, რომელიც წაახალისეს მათ შორის ბრიუსელის განცხადებებმა. ასე რომ, სახელმწიფოზე გამარჯვებაში დამარცხდნენ და ახლა შეერგოთ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“, – დაწერა შუქრი ბურჭულაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე. სასწაულია ეს. მართლაც, სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი მთავარი ინტერესია, რომ საკუთარ მამებს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდეთ. კარგია, რომ ჩახუნაშვილმა საკუთარ შვილს არ დაუჯერა, დანაშაული აღიარა და გარეთ გამოვიდა. რაც შეეხება ბუჭულაძეს, რომ არა, მაშინ, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს, ისინი თავს კი არ შეიცოდებდნენ, ბურჭულაძე და ზოდელავა წამოჭიმულები იქნებოდნენ სავარძელში, საქართველოში კი იქნებოდა სისხლის გუბეები. ფაქტობრივად, იმ ძალადობით სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ, იმ დაპირისპირებას, რომელიც წაახალისეს მათ შორის ბრიუსელის განცხადებებმა. ასე რომ, სახელმწიფოზე გამარჯვებაში დამარცხდნენ და ახლა შეერგოთ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“
შუქრი ბურჭულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.