პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ წამალ ვამოროლონს იყიდის - კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს, ვამოროლონს შეიძენს, რომელიც პაციენტებისთვის უფასო იქნება. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრეპარატი ჯივინოსტატი უკვე საქართველოშია და მისი გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ წამალ ვამოროლონს იყიდის - კობახიძე
ტაბულა

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის კიდევ ერთ სამკურნალო მედიკამენტს, ვამოროლონს შეიძენს.

"დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპერატ ვამოროლონის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი, ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები გაიცვლება, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის [...] რა თქმა უნდა, ეს წამალი პაციენტებისთვის სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი". - თქვა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი ჯივინოსტატი უკვე საქართელოშია და პაციენტებისთვის მისი გაცემა "უახლოეს დღეებში დაიწყება".

შეგახსენებთ, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ივანიშვილის პრემიერს პირველად 2026 წლის 3 ივნისს შეხვდნენ. 4 ივნისს, მეორედ შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება "სამუშაო ჯგუფი", რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ჯივინოსტატი" საქართველოში დათქმულ ვადებში ჩამოვიდა - რა ვადებში მოხდება "ვამოროლონის" საქართველოში შემოტანა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპერატ ვამოროლონის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი, ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები გაიცვლება, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის [...] რა თქმა უნდა, ეს წამალი პაციენტებისთვის სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - "ვამოროლონის" მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები