ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული - შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯობია საქართველო მხოლოდ ქაღალდზე იყოს კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე იყოს სახელმწიფო. მისი თქმით, ბრიუსელის რჩევების გათვალისწინება ქვეყანას ეკონომიკურ და სამხედრო კრიზისამდე მიიყვანდა.

მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული - შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული - შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზერუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯობია საქართველო მხოლოდ ქაღალდზე იყოს კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე იყოს სახელმწიფო.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას ბრიუსელის ყველა რჩევისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს საქართველო სახელმწიფო იქნებოდა მხოლოდ ფურცელზე.

"მე მგონია, რომ ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და სინამდვილეში ეს არჩევანი იყო, რაც იყო გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს მხოლოდ ქაღალდზე იქნებოდა სახელმწიფო - ბევრი მიზეზის გამო.

პირველი, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვა არის დაზიანებული. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო დიდი ალბათობით სამხედრო კონფლიქტში, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან. და დღეს, ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული.

პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაგვეჯერებინა ყველაფრისთვის რასაც ისინი გვირჩევენ, დღეს საქართველო სახელმწიფო იქნებოდა მხოლოდ ფურცელზე. ასე რომ, ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ გაიმეოროს, მაგრამ ჯობია მხოლოდ ფურცელზე იყო კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მარტა კოსმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და სურვილი გამოთქვა, ისიც "იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა". ევროკომისარმა განსაკუთრებით შეაქო კიშინოვი. მაშინ, როცა საერთაშორისო კვლევებისა და ინდექსების მიხედვით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე გაცილებით წინ არის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი კოსის განცხადებაზე: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
  2. ტაბულაოპოზიციურიჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო – პაპუაშვილი კოსს
  3. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო
  4. TV პირველიოპოზიციურიპაპუაშვილმა კოსს უპასუხა: ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: ვინც ბრიუსელს უჯერებს, ზიანდება, ხოლო ვინც საკუთარ ხალხს უსმენს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით, მოლდოვა მხოლოდ ბრიუსელის ლამაზი სიტყვებით გვისწრებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები