შალვა პაპუაშვილი კოსის განცხადებაზე: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯობია ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზე იყოს კანდიდატი, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე იყოს სახელმწიფო.

მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სწორედ ეს არჩევანი იყო სინამდვილეში გასაკეთებელი.
„რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო, ბევრი მიზეზის გამო. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვა. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი „ცოდვა“, რაც ბრიუსელის წინაშე მიგვიძღვის, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით მოგებული რჩება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული - შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო – პაპუაშვილი კოსს
პაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო
პაპუაშვილმა კოსს უპასუხა: ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
ციტატები სტატიიდან
„რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო, ბევრი მიზეზის გამო. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვა. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ომისგან ისეთივე დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი „ცოდვა“, რაც ბრიუსელის წინაშე მიგვიძღვის, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით მოგებული რჩება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…