შალვა პაპუაშვილი: საქართველო არის პირველ ადგილზე უკვე მერამდენე წელია ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით. ახლა აგვიხსნას კაია კალასმა და მარტა კოსმა, თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ საქართველო სინამდვილეში არის ყველაზე კარგი და წარმატებული?!
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ვინც ბრიუსელს უჯერებს, ეკონომიკურად ზიანდება, ხოლო ვინც არ უჯერებს – იზრდება; მან კაია კალასსა და მარტა კოსს მოუწოდა ახსნან, თუ საქართველო „ყველაზე ცუდია“, რატომაა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროკავშირის წევრებთან და კანდიდატებთან შედარებით.

ახლა აგვიხსნას კაია კალასმა და მარტა კოსმა, თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ საქართველო სინამდვილეში არის ყველაზე კარგი და წარმატებული?! , - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად ზიანდება და ვინც არ უჯერებს, ეკონომიკურად იზრდება, ამას გვასწავლის საქართველოს ისტორია.
„მიმდინარეობს ბიუჯეტის მიღების პროცესი. სამი ეტაპისგან შედგება. ახლა პირველადი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც შესაბამისი მოსაზრებებით დაუბრუნდება მთავრობას. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ბოლო პროექტი განსხვავდება ხოლმე თავდაპირველი პროექტისგან და სრულად არის ჩართული პარლამენტი. ზოგადად, ახალი ბიუჯეტიც გვაჩვენებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს. შემოსავლების მხრივ, გადაჭარბებით სრულდება ბიუჯეტი და შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც არის მაქსიმალურ დონეზე დაგეგმილი. გახსოვთ 2024 წელს, არჩევნების წინ რომ სურდათ არჩევნებზე გავლენის მოხდენა და ვითომ დასჯის სახით ევროკავშირიდან 120 მილიონი ევროს გრანტზე უარი თქვეს, რომელიც ბიუჯეტში მიდიოდა, ამის შემდეგ ხუთჯერ 100 მილიონი ევროს ნამატი ჰქონდა ჩვენს ბიუჯეტს. ეს აჩვენებს რომ არანაირი ზეწოლა საქართველოზე თანხით, ან ა.შ. არ ჭრის, პირიქით.
იმიტომ, რომ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, ამიტომაც არის ბიუჯეტი ერთის მხრივ ჯანსაღი და მეორეს მხრივ, წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საქართველო არის პირველ ადგილზე უკვე მერამდენე წელია ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით. ახლა აგვიხსნას კაია კალასმა და მარტა კოსმა, თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ საქართველო სინამდვილეში არის ყველაზე კარგი და წარმატებული?! ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად ზიანდება და ვინც არ უჯერებს, ეკონომიკურად იზრდება, ამას გვასწავლის ჩვენი ისტორია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მიმდინარეობს ბიუჯეტის მიღების პროცესი. სამი ეტაპისგან შედგება. ახლა პირველადი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც შესაბამისი მოსაზრებებით დაუბრუნდება მთავრობას. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ბოლო პროექტი განსხვავდება ხოლმე თავდაპირველი პროექტისგან და სრულად არის ჩართული პარლამენტი. ზოგადად, ახალი ბიუჯეტიც გვაჩვენებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს. შემოსავლების მხრივ, გადაჭარბებით სრულდება ბიუჯეტი და შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც არის მაქსიმალურ დონეზე დაგეგმილი. გახსოვთ 2024 წელს, არჩევნების წინ რომ სურდათ არჩევნებზე გავლენის მოხდენა და ვითომ დასჯის სახით ევროკავშირიდან 120 მილიონი ევროს გრანტზე უარი თქვეს, რომელიც ბიუჯეტში მიდიოდა, ამის შემდეგ ხუთჯერ 100 მილიონი ევროს ნამატი ჰქონდა ჩვენს ბიუჯეტს. ეს აჩვენებს რომ არანაირი ზეწოლა საქართველოზე თანხით, ან ა.შ. არ ჭრის, პირიქით. იმიტომ, რომ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, ამიტომაც არის ბიუჯეტი ერთის მხრივ ჯანსაღი და მეორეს მხრივ, წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საქართველო არის პირველ ადგილზე უკვე მერამდენე წელია ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით. ახლა აგვიხსნას კაია კალასმა და მარტა კოსმა, თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ საქართველო სინამდვილეში არის ყველაზე კარგი და წარმატებული?! ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად ზიანდება და ვინც არ უჯერებს, ეკონომიკურად იზრდება, ამას გვასწავლის ჩვენი ისტორია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.