ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო – პაპუაშვილი კოსს

შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და საგზაო რუკას ვერ მიიღებს. პაპუაშვილის თქმით, ჯობია იყოს კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზე, ვიდრე სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე.

ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო – პაპუაშვილი კოსს
ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო – პაპუაშვილი კოსსტაბულა

"მე მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო სინამდვილეში, რაც იყო გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო". - ასე პასუხობს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს, რადგან "საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა".

პაპუაშვილის განცხადებით, ერთადერთი "ცოდვა" რაც ქართულ ოცნებას მიუძღვის ბრიუსელის წინაშე არის, ის რომ მათ რჩევებს არ ითვალისწინებენ.

"ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისეთივე დაზიანებული, როგორც მოლდოვაა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესაკალაციაზე რუსეთთან, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირსიპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაგვეჯერებინა ყველაფრისთვის, რასაც ისინი გვირჩევენ დღეს საქართველო იქნებოდა სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე. ასე რომ, ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა გაიმეოროს, მაგრამ ჯობია იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო" - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.

"საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ამას ვწუხვარ. ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც მოლდოვისა და უკრაინის დონეზე ყოფილიყო." – თქვა კოსმა ტაბულას შეკითხვის პასუხად.

უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო სინამდვილეში, რაც იყო გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.