ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილმა კოსს უპასუხა: ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს, რადგან კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდია. პაპუაშვილის თქმით, ჯობია იყოს კანდიდატი ქვეყანა ფურცელზე, ვიდრე სახელმწიფო ფურცელზე და რომ ბრიუსელის რჩევების შესრულების შემთხვევაში საქართველო ომსა და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდებოდა.

პაპუაშვილმა კოსს უპასუხა: ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
პაპუაშვილმა კოსს უპასუხა: ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფოTV პირველი

"მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო სინამდვილეში, რაც იყო გასაკეთებელი". - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ უკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს, რადგან "საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა".

"ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო"- ამტკიცებს პაპუაშვილი.

"ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისეთივე დაზიანებული, როგორც მოლდოვაა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესაკალაციაზე რუსეთთან, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირსიპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით,როგორც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაგვეჯერებინა ყველაფრისთვის, რასაც ისინი გვირჩევენ დღეს საქართველო იქნებოდა სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე. ასე რომ, ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა გაიმეოროს, მაგრამ ჯობია იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო" - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსმა რამდენიმე სააათის წინ განაცხადა, რომ ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა – გამოყო და მათთვის ინდივიდუალური საგზაო რუკების მომზადებას გეგმავს, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორის არ ფიგურირებს.

"როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო"

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი კოსის განცხადებაზე: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
  2. რუსთავი 2სამთავრობომთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული - შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე
  3. ტაბულაოპოზიციურიჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო – პაპუაშვილი კოსს
  4. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი მარტა კოსს: ჯობია, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო და ეს არჩევანი იყო სინამდვილეში, რაც იყო გასაკეთებელი“
„ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო“
„ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისეთივე დაზიანებული, როგორც მოლდოვაა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესაკალაციაზე რუსეთთან, საქართველო დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირსიპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით,როგორც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი "ცოდვა", რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დაგვეჯერებინა ყველაფრისთვის, რასაც ისინი გვირჩევენ დღეს საქართველო იქნებოდა სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზე. ასე რომ, ქალბატონ კოსს შეუძლია ეს ხატოვანი გამოთქმები რამდენჯერაც უნდა გაიმეოროს, მაგრამ ჯობია იყო მხოლოდ ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ფურცელზე სახელმწიფო“
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო - მარტა კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები