ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელიზბარაშვილთან გამომძიებლები შევლენ – ბიზნესმენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხავენ

გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაა ჩანიშნული. როგორც მისმა ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა განაცხადა, ბრალდებულს აქამდე ეს საქმე არ გამოუკითხავს. ადვოკატის ცნობით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია პატიმრისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის სრულად აკრძალვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით გამომძიებელმა განუცხადა, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა და მას მხოლოდ სატელეფონო ზარები შეეზღუდა.

ელიზბარაშვილთან გამომძიებლები შევლენ – ბიზნესმენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხავენ
ელიზბარაშვილთან გამომძიებლები შევლენ – ბიზნესმენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხავენალია

თამაზ ელიზრარაშვილს სისხლის სამართლის საქმეზე გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში დღეს 14:00 საათზე გამოკითხავენ.

როგორც დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი ამბობს, 2 საათზე ადვოკატები და გამომძიებლები ელიზბარაშვილთან შევლენ, რათა მოხდეს მისი გამოკითხვა იმ საქმეზე რაში მას ბრალი ედება.

იურისტის თქმით, აქამდე ის ამ საქმეზე გამოკითხული არ არის.

14:00 საათზე შევდივართ თამაზ ელიზბარაშვილთან ადვოკატები და გამომძიებელი, რათა მოხდეს მის გამოკითხვა იმ საქმეში, რომელშიც მას ბრალი ედება, აქამდე იგი ამ საქმეში გამოკითხული არ არის”, – აცხადებს ლექსო სიმონიშვილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მუქარის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა გუშინ საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ელიზბარაშვილს სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა.

ლექსო სვიმონიშვილი წერდა, რომ პატიმარს აეკრძალა:

ხანგრძლივი პაემნის უფლება;

ხანმოკლე პაემნის უფლება;

მიმოწერის უფლება;

სატელეფონო ზარები.

ადვოკატი განმარტავდა, რომ აკრძალვის დასაბუთებაში თავდაპირველად სამი მიზეზი ეწერა:

მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე;

მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე;

მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე.

მოგვიანებით, ცხოველთა უფლებადამცველის ინტერესების დამცველმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ „ტექნიკური შეცდომა მოხდა“. უფლებამდაცველის თქმით, მას გადაეგზავნა ახალია დადგენილებაც, სადაც წერია, რომ ელიზბარაშვილის მხოლოდ სატელეფონო კომუკინაცია შეეზღუდა.

დამიკავშირდა გამომძიებელი და მაცნობა, რომ გამოჩნდა დადგენილება თამაზ ელიზბარაშვილის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვის შესახებ. თავდაპირველად, შეზღუდვების ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა: ჰქონდა გრძელვადიანი პაემნის შეზღუდვა, ხანმოკლე პაემანის შეზღუდვა, სატელეფონო ზარის და მიმოწერის შეზღუდვა. რამდენიმე საათში ასევე დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ მოხდა ტექნიკური შეცდომა და მხოლოდ სატელეფონო ზარების შეზღუდვა აქვს თამაზ ელიზბარაშვილს 12 ნოემბრამდე. დადგენილებაში განმარტებები იგივე რჩება, მოწმეებზე ზემოქმედება ან ზეწოლა, მტკიცებებულებების მოპოვებაში ხელშეშლა”- თქვა ადვოკატმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,,თამაზ ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ – ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები