ელიზბარაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა – ადვოკატი
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლის დადგენილებით მის დაცვის ქვეშ მყოფს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, მათ შორის პაემნები, მიმოწერა და სატელეფონო ზარები აეკრძალა. აკრძალვის საფუძვლად მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები დასახელდა. ელიზბარაშვილს პატიმრობა 4 სექტემბერს შეეფარდა მუქარის მუხლით, რასაც ის არ ეთანხმება და 8 სექტემბრიდან შიმშილობას იწყებს.

დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გამომძიებლის დადგენილებით მისი დაცვის ქვეშ მყოფ „აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“.
კერძოდ, ადვოკატის ცნობით, ელიზბარაშვილს აეკრძალა: ხანგრძლივი პაემნის უფლება; ხანმოკლე პაემნის უფლება; მიმოწერის უფლება; სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
რაც შეეხება საფუძვლებს, ადვოკატი წერს:
„აკრძალვის საფუძვლები:
მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე;
მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე;
მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე“
4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.
8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს. მან ისაუბრა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეც.
იხილეთ ასევე:
„ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა“ – რას ამბობს შაკო კუჭაშვილი;
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.