თამაზ ბორაშვილი: კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება და ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა
სუს-ის ახალმა უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტი იქნება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა გაძლიერდება. მისივე თქმით, პრიორიტეტი იქნება სამსახურის სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაც.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და დღემდე, არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა და რეიტინგიც ადასტურებს, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა.
თამაზ ბორაშვილის თქმით, კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას.
„კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება და ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა.
ადრეულ ეტაპზე საგარეო გამოწვევების იდენტიფიცირება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ფაქტორს. შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელის რანგში, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სამსახურის სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება.
ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალური უნარ-ჩვევების მქონე სადაზვერვო ოპერატიული და ანალიტიკური გუნდების ფორმირებას, რომლებიც განახორციელებენ საგარეო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პროცესების შესწავლას და დამუშავებას“, - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება და ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობა. ადრეულ ეტაპზე საგარეო გამოწვევების იდენტიფიცირება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ეფექტიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშემწყობ ფაქტორს. შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელის რანგში, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სამსახურის სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება. ჩემს საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალური უნარ-ჩვევების მქონე სადაზვერვო ოპერატიული და ანალიტიკური გუნდების ფორმირებას, რომლებიც განახორციელებენ საგარეო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პროცესების შესწავლას და დამუშავებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…