ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვენსის განცხადებით, ომის დასასრულებლად ირანმა ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანმა ომის დასასრულებლად და ვაშინგტონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბირთვული საწვავის გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.

ვენსის განცხადებით, ომის დასასრულებლად ირანმა ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს
ვენსის განცხადებით, ომის დასასრულებლად ირანმა ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროსიმედინიუსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანმა ბირთვული საწვავის გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს, რათა ვაშინგტონის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და შეერთებულ შტატებთან შვიდთვიანი ომი დასრულდეს.

ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონისთვის კვლავ გაურკვეველია, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ირანში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.

აშშ-ის საგარეო ომებში ჩართვის მიმართ წლების განმავლობაში სკეპტიკურად განწყობილმა ვენსმა ირანთან კონფლიქტის დარეგულირებაში წამყვანი როლი აიღო. ივნისში მან დროებითი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეუწყო ხელი, თუმცა შეთანხმება მალევე დაიშალა, იუწყება Reuters-ი.

ომმა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია და ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და „რესპუბლიკელებისთვის“ პოლიტიკური პრობლემაც შექმნა.

ორშაბათს ალასკაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტის შემდეგ ვენსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ირანის მიერ ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობების შემცირებას უნდა ითვალისწინებდეს და მხოლოდ სამომავლოდ ბირთვული პროგრამის შემცირების დაპირება საკმარისი არ იქნება.

„თუ ბირთვული იარაღი არ გინდათ, მაშინ რატომ გჭირდებათ 60%-მდე გამდიდრებული საწვავი? თუ გსურთ აჩვენოთ, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებთ, ნუ აწარმოებთ მაღალ დონეზე გამდიდრებულ საწვავს. ეს ძალიან მარტივი, ფუნდამენტური საკითხია. ვფიქრობ, თუ მათ სურთ აჩვენონ, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებენ, მათ ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან“, - განაცხადა ვენსმა.

Reuters-ის ცნობით, ბოლო კვირებში ირანმა და აშშ-მა ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით ერთმანეთში რამდენიმე წინადადება გაცვალეს. ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომატარებლების გადაზიდვისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია.

ტრამპმა თეირანის ბოლო შეთავაზება უარყო და გააფრთხილა, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ სამხედრო ოპერაციები შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს.

ვენსის განცხადებით, აშშ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას კვლავ განიხილავს, თუმცა ამისთვის ირანის მხრიდან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტული დათმობები იქნება საჭირო.

„ჩვენ სიტყვებს მოქმედებებში არ გავცვლით“, - განაცხადა ვენსმა.

ვენსის თქმით, აშშ მოლაპარაკებებს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან აწარმოებს, თუმცა გაურკვეველია, რამდენად დიდი უფლებამოსილება აქვთ მათ ირანის ხელისუფლების ვერტიკალში. გაურკვევლობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ომის დასაწყისში აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი დარტყმებით ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

„ერთ-ერთი რამ, რაც გავარკვიეთ, ის არის, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მათი ქვეყანა“, - განაცხადა ვენსმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ ბირთვული იარაღი არ გინდათ, მაშინ რატომ გჭირდებათ 60%-მდე გამდიდრებული საწვავი? თუ გსურთ აჩვენოთ, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებთ, ნუ აწარმოებთ მაღალ დონეზე გამდიდრებულ საწვავს. ეს ძალიან მარტივი, ფუნდამენტური საკითხია. ვფიქრობ, თუ მათ სურთ აჩვენონ, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებენ, მათ ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ სიტყვებს მოქმედებებში არ გავცვლით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ერთ-ერთი რამ, რაც გავარკვიეთ, ის არის, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მათი ქვეყანა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.