ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯეი დი ვენსი - თუ ირანს სურს აჩვენოს ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნის, ურანის გამდიდრების შემცირებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანმა ურანის გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს, რათა აჩვენოს ვალდებულება ბირთვული იარაღის არშექმნასთან დაკავშირებით.

ჯეი დი ვენსი - თუ ირანს სურს აჩვენოს ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნის, ურანის გამდიდრების შემცირებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას
ჯეი დი ვენსი - თუ ირანს სურს აჩვენოს ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნის, ურანის გამდიდრების შემცირებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგასინტერპრესნიუსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანმა აშშ-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნებს შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად ურანის გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.

ვენსმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ირანისგან მოითხოვს ურანის გამდიდრების შესაძლებლობების შემცირებას და არა მხოლოდ სამომავლო შეზღუდვებთან დაკავშირებულ დაპირებებს.

„თუ ბირთვული იარაღის შექმნა არ გსურთ, მაშინ რაში გჭირდებათ 60%-ით გამდიდრებული საწვავი? ხოლო თუ გსურთ დაადასტუროთ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნით, ნუ აწარმოებთ მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს ფუნდამენტური, საწყისი საკითხია. ვფიქრობ, თუ მათ სურთ, აჩვენონ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან, მათ ურანის გამდიდრების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან“, - აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, აშშ კვლავ მზად არის შეთანხმებისთვის, თუმცა ირანისგან ბირთვულ საკითხზე კონკრეტულ დათმობებს მოითხოვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოვენსის განცხადებით, ომის დასასრულებლად ირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეამციროს​
  2. იმედინიუსისამთავრობოვენსის განცხადებით, ომის დასასრულებლად ირანმა ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აცხადებს, რომ ომის დასრულებისთვის ირანმა ბირთვული ურანის...
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ ბირთვული იარაღის შექმნა არ გსურთ, მაშინ რაში გჭირდებათ 60%-ით გამდიდრებული საწვავი? ხოლო თუ გსურთ დაადასტუროთ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნით, ნუ აწარმოებთ მაღალგამდიდრებულ საწვავს. ეს ფუნდამენტური, საწყისი საკითხია. ვფიქრობ, თუ მათ სურთ, აჩვენონ ვალდებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან, მათ ურანის გამდიდრების შესაძლებლობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგან“
ჯეი დი ვენსი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Wall Street Journal: ჯეი დი ვენსი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ცდილობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები