ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ტატა ხვედელიანი - თამაზ ბორაშვილზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება სუს-ში შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოების ნაცვლად „ოცნების“ პარტიული ვერტიკალის გაძლიერებას ემსახურებიან. ხვედელიანის თქმით, სუს-ის უფროსობის კანდიდატ თამაზ ბორაშვილზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული და ისიც იძულებული იქნება შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ.

ტატა ხვედელიანი - თამაზ ბორაშვილზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება სუს-ში შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ
ტატა ხვედელიანი - თამაზ ბორაშვილზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება სუს-ში შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენინტერპრესნიუსი

დღესდღეობით ტენდენცია არის ის, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება თავისი ფუნდამენტური ფუნქციების შესრულებას - შესაბამისად, ბორაშვილზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა სუს-ის უფროსობის კანდიდატზე, თამაზ ბორაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისევე როგორც სუს-ი, სხვა უწყებებიც არათუ ხალხს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების“ პარტიული ვერტიკალის გაძლიერებას ემსახურებიან.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახლავთ საკვანძო უწყება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ასრულებდეს მნიშვნელოვან ფუნქციებს და ემსახურებოდეს ხალხს. თუმცა დღესდღეობით ვხედავთ, რომ ისევე, როგორც სუს-ი, სხვა უწყებებიც არ ემსახურება ხალხს და ისინი ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების“ პარტიული ვერტიკალის გაძლიერებას. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ ბატონ ბორაშვილს, მის წინამორბედებთან შედარებით, შეიძლება უფრო მეტი ოპერატიული გამოცდილება აქვს და პროფესიული თვალსაზრისით უფრო მეტად იცნობს შიდა სამზარეულოს, ასევე ის არის ერთადერთი კარიერული უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც ბოლო წლებში სუს-ის უფროსად დაინიშნა, დღესდღეობით ტენდენცია არის ის, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება თავისი ფუნდამენტური ფუნქციების შესრულებას. შესაბამისად, მასზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ. ეს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობას ნიშნავს, რადგან მაშინ, როდესაც ეს უწყებები ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ისინი „ოცნების“ გაძლიერებას და მხოლოდ ერთი ადამიანის კომფორტს ემსახურებიან”, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.