ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვინ ავსებს „ოცნების“ სალაროს აჭარაში და იღებს ასობით მილიონს ბიუჯეტიდან? - კვლევა

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს, რაც პარტიის მთლიანი შემოწირულებების 41 პროცენტია. შემწირველებს შორის არიან გიორგი ჭყონია, ლაშა ბალაძე, ბესიკ ჟღენტი და „ნოვას“ მეწილეები. კვლევის თანახმად, ამ ადამიანებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 870 მილიონი ლარი მიიღეს და ბათუმსა და ქობულეთში 3 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობის ნებართვა აქვთ მიღებული.

ვინ ავსებს „ოცნების“ სალაროს აჭარაში და იღებს ასობით მილიონს ბიუჯეტიდან? - კვლევა
ვინ ავსებს „ოცნების“ სალაროს აჭარაში და იღებს ასობით მილიონს ბიუჯეტიდან? - კვლევაTV პირველი

ვინ ავსებს „ოცნების“ სალაროს აჭარაში და იღებს ასობით მილიონს ბიუჯეტიდან? - კვლევას ამის შესახებ "საერთაშორისო გავჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.

TI-იმ დაადგინა, რომ 2026 წლის იანვარ აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს, რაც ორგანიზაციის გამოთვლით, ეს პარტიის ამ პერიოდში მიღებული შემოწირულებების 41 პროცენტია.

ირკვევა, რომ შემწირველთა შორის არიან გიორგი ჭყონია, ლაშა ბალაძე, ბესიკ ჟღენტი, „ნოვას“ მეწილეები და სხვა მსხვილ ბიზნესებთან დაკავშირებული პირები.

"საერტაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დადგინა, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 870 მილიონი ლარი მიიღეს.

მკვლევარები ამბობენ, რომ ამავე კომპანიებზე გაცემულია დაახლოებით 3 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობის ნებართვა, ძირითადად ბათუმსა და ქობულეთში.

კვლევა ასევე მიუთითებს ერთსა და იმავე დღეებში განხორციელებულ მსხვილ შემოწირულებებზე. მხოლოდ ასეთი სინქრონული გადარიცხვებით „ქართულმა ოცნებამ“ 1.27 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

მაგალითად, TI-ის ცნობით, „ნოვას“ მეწილეებმა 2026 წელს პარტიას 278 ათასი ლარი შესწირეს. გიორგი ჭყონიასა და მასთან დაკავშირებული პირების წლევანდელმა შემოწირულებებმა 120 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ლაშა ბალაძემ პარტიას 50 ათასი ლარი გადაურიცხა.

"ეს არის ფაქტები, რომლებიც აჩენს კითხვას, როგორ უკავშირდება ერთმანეთს პარტიული შემოწირულებები, სახელმწიფო კონტრაქტები და სამშენებლო ნებართვები"- აცხადებენ ორგანიზაციაში.

იხილეთ კვლევა სრულად აქ

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.