პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი

ნაციონალური მოძრაობა

თორნიკე ჭეიშვილის მტკიცებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არაერთხელ დაუცდა ფეხი, ხოლო სტრასბურგის მიერ დადგენილი დარღვევების 80% 2004-2012 წლებს უკავშირდება.

თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
იმედინიუსი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, რამდენჯერაც ისინი შეეცადნენ, რომ აღნიშნული საერთაშორისო ინსტანცია გამოეყენებინათ, ტრადიციულად იმდენჯერ ფიასკოთი დამთავრდა ეს მცდელობა.

„უპირველესად, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვიდრე გადაწყვეტილება არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს ჩვენი მხრიდან, აბსოლუტურად არ არის რელევანტური, არც არის სწორი და კორექტული, ვისაუბროთ რაღაც შემდგომ პერსპექტივებზე, სად ვინ რას გაასაჩივრებს თუ ა.შ.

ზოგადად, სტრასბურგთან მიმართებით ერთს გეტყვით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არაერთხელ დაუცდათ ფეხი „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს. რამდენჯერაც ისინი შეეცადნენ, რომ აღნიშნული საერთაშორისო ინსტანცია გამოეყენებინათ, ტრადიციულად იმდენჯერ ფიასკოთი დამთავრდა მათი ეს მცდელობა.

ერთი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სტატისტიკასთან მიმართებით, საქმეთა 80 პროცენტი, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს საქართველოსთან მიმართებით დარღვევა დადგენილი, სწორედაც უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც 2004-2012 წლებში „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ფლობდა ხელისუფლებას“, - აღნიშნა მან გადაცემის სტუდიაში დასმული კითხვის პასუხად.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სამიზნეში ამოიღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ფაქტობრივად, ამ დასკვნის შესაბამისი გვერდებიდან ჟონავს ის სისხლი, მთელი ის ტანჯვა თუ ვაება, რომელიც გამოიარეს კონკრეტულმა ადამიანებმა იმ სადისტური რეჟიმის ნამოქმედარის შედეგად, რასაც ერქვა 2004-2012 წლების „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები