ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა

„ოცნების“ შემწირველების კომპანია შპს „ნოვამ“ მდინარე ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე, 6 მილიონ 050 000 ლარად, უკონკურენტოდ დაირეგისტრირა. კომპანიამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით საწარმოს გახსნისა და ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღო.

„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა
„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირაბათუმელები

„ოცნების“ შემწირველების კომპანიამ, შპს „ნოვამ“ მდინარე ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტრამდე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე უკონკურენტოდ, ერთი ბიჯით იყიდა, ქონება აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრომ საწყისი ფასით 6 მილიონ 050 000 ლარად და პირობით გაიტანა აუქციონზე.

კომპანიამ 1 ბიჯის ოდენობა, 15 000 ლარი დაამატა და აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველმა საპროვატიზებო აფასური 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს, 2026 წლის პიველ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30% და 2027 წლის პირველ მარტამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასური უნდა დაფაროს.

შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან კი არაუგვიანეს 2 თვის ვადაში კი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებოდა, არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში მყიდველმა უნდა მიიღოს ნებართვა ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს ან წარმოების ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას. [ გარდა ინერტული მასალების წარმოებისა. ]

მყიდველს ევალება ასევე საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიხედვით, საწარმოსათვის განკუთვნილი შენობის ექსპლუატაციაში მიღების უზრუველყოფა ხელშეკრულების გაფორმებიდან 38 თვის ვადაში.

მიწს ნაკვეთი „ნოვამ“ 2026 წლის 17 აგვისტოს დაირეგისტრირა- [19633 კვ.მეტრი]

ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვის ვადაში კი საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე, საწარმოს ან წარმოების ხაზის ამოქმედება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობას [გარდა ინერტული მასალების წარმოებისა], სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

დასაქმებულთა თანაფარდობა და საწარმოს პროფილი მყიდველმა არანაკლებ 15 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს, ჯამსი კი ამ პროექტში არაუგვიანეს 42 თვის ვადაში არანაკლებ 3 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

2026 წლის აპრილში ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამფლობელმა ჯემალ ბოლქვაძემ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, იმავე დღეს მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს მისმა პარტნიორებმაც, რამაზ ირემაძემ 54 000 ლარი, ჯემალ ანთაძემ 50 000 ლარი, ზვიად აბულაძემ 60 000 ლარი, ემზარ ირემაძემ კი 54 000 ლარი. ეს, ჯამში, 218 000 ლარია.

„ნოვას“ მფლობელმა „ოცნების“ ანგარიშზე 152 000 ლარი შეიტანეს გასულ წელსაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი „ნოვას“ მფლობელმა – ჯემალ ბოლქვაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ანთაძემ „ოცნებას“ 300 000 ლარი შესწირეს.

„ნოვა“ ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

საერთო ჯამი 2012 წლიდან დღემდე, ჯემალ ანთაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე, 235 000 ლარია, რამაზ ირემაძეს 225 000 ლარი აქვს ჩარიცხული, ზვიად აბულაძეს 252 000, ჯემალ ბოლქვაძის შენატანი 250 000 ლარია, ემზარ ირემაძემ კი 223 000 ლარი ჩარიცხა „ოცნების“ ანგარიშზე – ეს ჯამში 1 მილიონ 185 000 ლარია.

კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 15 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, საიდანაც 5 მილიონ ლარზე მეტი – გამარტივებული წესით გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებებით.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინ ავსებს „ოცნების“ სალაროს აჭარაში და იღებს ასობით მილიონს ბიუჯეტიდან? - კვლევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები