ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამედიცინო ბიზნესმა აჭარიდან „ოცნებას“ 415 ათასი ლარი შესწირა – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, აჭარაში მოქმედი სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ 2021-2026 წლებში ჯამში 415 000 ლარი შესწირეს. ორგანიზაციის ცნობით, სანაცვლოდ ამ დაწესებულებებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

სამედიცინო ბიზნესმა აჭარიდან „ოცნებას“ 415 ათასი ლარი შესწირა – TI
სამედიცინო ბიზნესმა აჭარიდან „ოცნებას“ 415 ათასი ლარი შესწირა – TIბათუმელები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI ] დღეს, 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში – „შესწირე პარტიას და ააშენე სადაც გინდა: „ოცნების“ დონორების სქემა აჭარაში“ – აჯამებს „ოცნების“ შემწირველებმა აჭარიდან ბოლო წლებში რა ღირებულების სარგებელი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან.

კვლევაში ცალკეა მოცემული, აჭარაში მოქმედი სამედიცინო ბიზნესიდან ვინ რამდენი შესწირა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“.

კერძოდ, „გამჭვირვალობა“ უთითებს, რომ შპს „ხოზრევანიძეების კლინიკის“ მეწილეებმა ირაკლი და ელდარ ხოზრევანიძეებმა 105,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” მფლობელმა, მუხამედ ართმელაძემ, შპს „მედდას“ 70% მფლობელმა, მანანა ტუნაძემ და შპს „ქელს ქეარ გრუპის” 50% მფლობელმა, ეკა ზოიძემ – 125,000 ლარი შესწირეს.

ჯამში, სამედიცინო დაწესებულებების მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ 2021-2026 წლებში 415,000 ლარი გადაურიცხეს.

„ამ დაწესებულებებმა სახელმწიფო, რეგიონული და მუნიციპალური შესყიდვებიდან 7,000,000-ზე მეტი ლარი მიიღეს, მათ შორის 3 მილიონამდე ლარი პირდაპირი კონტრაქტებით“ – წერს „გამჭვირვალობა“.

რა თანხას სწირავს ბიზნესი აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ და რას იღებს სანაცვლოდ – ამის შესახებ „ბათუმელები“ წლებია წერს.

„ბათუმელების“ ბოლო მოკვლევის თანახმად, „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელს ისევ აჭარიდან შესწირეს.

ამავე თემაზე:

მონდომებულები და უფრო მონდომებულები – „ოცნებას“ ყველაზე მეტი 2026 წელსაც ისევ აჭარიდან შესწირეს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინ ავსებს „ოცნების“ სალაროს აჭარაში და იღებს ასობით მილიონს ბიუჯეტიდან? - კვლევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები