ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ჩინურმა Moonshot-მა და DeepSeek-მა საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტეს

ჩინური ტექნოლოგიური სტარტაპები Moonshot AI და DeepSeek AI ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას და მილიარდობით ინვესტიციების მოზიდვას გეგმავენ.

ჩინურმა Moonshot-მა და DeepSeek-მა საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტეს
ჩინურმა Moonshot-მა და DeepSeek-მა საფონდო ბირჟაზე გასვლა გადაწყვიტესBM.GE

ჩინური სტარტაპი Moonshot AI, რომელიც ჩეთბოტ Kimi-ს დეველოპერია, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას 2027 წლის პირველ კვარტალში გეგმავს.

ბოლო კერძო დაფინანსების რაუნდის დასრულების შემდეგ, ჩინური ტექნოლოგიური სტარტაპის საბაზრო შეფასებამ $50 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, გასულ ზაფხულს კომპანიის ღირებულება $31.5 მილიარდს შეადგენდა. მოსალოდნელია, რომ სადებიუტო აქციების გაყიდვით Moonshot AI $5 მილიარდამდე ინვესტიციას მოიზიდავს.

პარალელურად, ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესის ფონზე, დაფინანსების მსხვილი რაუნდის წარმატებით დახურვასთან ახლოს კიდევ ერთი ჩინური დეველოპერი - DeepSeek AI იმყოფება. არსებული ინფორმაციით, სტარტაპი სულ მცირე $11.2 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, თუმცა მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ჯამურმა თანხამ შესაძლოა $14 მილიარდსაც მიაღწიოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, DeepSeek AI საფონდო ბირჟაზე დებიუტს 2027 წლის მიწურულს გეგმავს, თუმცა მოსალოდნელზე მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, IPO-ს პროცესი დაჩქარდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.